გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 9 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს.