“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ” ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ბესო ქათამაძემ აცნობა, რომელიც ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციასთან იმყოფება.
ქათამაძის ცნობით,მას ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული, თუმცა გაურკვეველია , როდის იქნება სასამართლო პროცესი .
დავით მჟავანაძე სამართალდამცავებმა დღეს, საკრებულოს შენობაში მას შემდეგ დააკავეს, რაც ჩათვალეს, რომ დეპუტატი საკრებულოს სხდომაზე ხმამაღლ საუბრობდა.
დავით მჟავანაძეს ბრალი პოლიციის წინააღმდეგობასა და დაუმორჩილებლობაში ედება.