საქართველოს პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენენ, მინისტრსა და ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„საგანძურზე გაქვთ ეჭვები, რომ რაღაცას ვუშავებ საგანძურს. საგანძურზე წუხილი თქვენგან არ მახსენდება ქალბატონო თაკო, ვიდრე არ გაპოლიტიკოსდებოდით და ვინც თქვენ ძალით გაგაპოლიტიკოსათ, იმას მიეცემა „ქართული ოცნების“ და ჩემი დიდი ცოდვა. რატომ უნდა გენდოთო გამოაქვეყნეთ იუნესკოს ექსპერტების დასკვნა საგანძურთან დაკავშირებითო, ეს დასკვნა არ არის დაფარული, მაგრამ თქვენ საქმისთვის რა თქმა უნდა, არ გცალიათ. მოდით შევთანხმდეთ, რომ თქვენ ხართ ყველაზე კულტურული და მე არ ვიყო კულტურის კულტურული მინისტრი, თუ თქვენ არ გაჩუქოთ ერთი დიდი ლეიბი, რადგან მეტი დიდი მიღწევა პოლიტიკაში თქვენ არ გექნებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.