დედა-შვილი სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპნენ

თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გარდაცვლილი დედა-შვილი შეიყვანეს. ისინი, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპნენ. კლინიკაში შეყვანისას გარდაცვლილებთან ერთად არ იყვნენ მათი ოჯახის წევრები, ისინი ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ.

ტრაგედიის ადგილზე არიან “თბილისი ენერჯის” წარმომადგენლები. კომპანიაში ფორმულას უთხრეს, რომ ბინაში არაერთი დარღვევა ფიქსირდებოდა.

“გამოძახება იყო, მოვედით და ორი გარდაცვლილი ადამიანი დაგვხვდა. უკანონოდ, ტექნიკური დარღვევით მოიხმარდნენ გაზს დანადგარებით, რაც არ შეიძლება დახურულ სივრცეში. ჰქონდათ გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი”, – განაცხადა თბილისი ენერჯის წარმომადგენელმა, ირაკლი დეკანოიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share