ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი, ექვსი თვის ბავშვს დაუდასტურდა. ინფიცირებულები არიან ბავშვის ოჯახის წევრებიც.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
“ექვსი თვის ბავშვი გვყავს ინფიცირებული, ის წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ოჯახისწევრებიც ინფიცირებულები არიან. ასე ხდება,როცა ოჯახში ვინმეს დაუდასტურდება, მერე ყველაფერს უნდა ველოდოთ.”- გვითხრა ეპიდემიოლოგმა.
შეგახსენებთ დღეს გურიაში კორონავირუსის 124 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით კი, ლანჩხუთში 656 ადამიანია კოვიდინფიცირებული.