“მედავებიან ამერიკის სამი პრეზიდენტის გამასპინძლებისთვის… პიარისთვის, რომელმაც ჩამოსული ტურისტების რიცხვი 80 ათასიდან 8 მილიონამდე გაზარდა და საქართველო მსოფლიო რუკაზე დასვა“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს. მისი მიმართვა მისი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
”მე მედავებიან 9 მილიონს, ძირითადად ამერიკის სამი პრეზიდენტის გამასპინძლებისთვის, იმ პიარისთვის, რამაც საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი 80 ათასიდან 8 მილიონამდე გაზარდა და საქართველო მსოფლიო რუკაზე დასვა.
დღეს დადასტურდა, რომ მთავრობამ პიარზე (ძირითადად შიდა პიარზე, ე.ი. მოსახლეობის გასულელებაზე) 140 მილიონი ლარი დახარჯა. და ესენი მასამართლებენ მე, ჰილარის თხილისა და “რედ ბულისათვის”.
სხვათაშორის, დააკვირდით 2012 წელს რა იაფი ღირდა ყველაფერი დღევანდელთან შედარებით. სწორედ იმიტომ, რომ საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ლიდერია ინფლაციაში. ე.ი. პურის, ხორცის, ზეთის, ყველის, მწვანილის, წამლების ფასების ზრდაში. ეს ყველაფერი სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.