2013-2020 წლებში სახელისუფლებო პიარის თანამშრომლებზე 140 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა – კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” კვლევას აქვეყნებს, რომელიც 322 სახელმწიფო უწყების მონაცემებს მოიცავს, მათ შორისაა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები.
140.5 მლნ ლარიდან ყველაზე სოლიდური თანხა, 19.9 მლნ ლარზე მეტი, 2016 წელს დაიხარჯა.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პიარის მიმართულებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2012 წლიდან 2018 წლამდე ყოველწლიურად იზრდებოდა, 2018 წელს ყველაზე მეტი, 1107 ადამიანი იყო დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრომ 2020 წლის, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მთავრობის ადმინისტრაციამ 2019-2020 წლების მონაცემები “გამჭვირვალობას” არ მიაწოდა.