უკრაინული რადას დეპუტატმა და სააკაშვილის მეგობარმა ქალმა ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი მოინახულა.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სააკაშვილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ჯერ ისევ სუსტადაა.
ლიზა იასკომ მესამე პრეზიდენტის სასამართლოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ქართულ საზოგადოებას ის არ სჭირდება, უკრაინაში მილიონობით ადამიანი ელოდება მას: „სააკაშვილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ჯერ ძალიან სუსტადაა. საუბრისას რამდენიმეჯერ საკმაოდ ცუდად გახდა და იძულებული იყო, დაწოლილიყო, შეესვენებინა. ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს, მოკლას მიხეილ სააკაშვილი და მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდოს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში. Ჩვენ ის გვჭირდება. მილიონობით უკრაინელს სჭირდება და ელიან, ყოველდღიურად თვალყურს ადევნებენ ახალ ამბებს და მეკითხებიან, თუ რას აკეთებენ ქართველები მის გასათავისუფლებლად. როდესაც გარკვეული პოლიტიკური პრობლემები იყო უკრაინაში, უკრაინელები მისთვის იბრძოდნენ და მანქანიდანაც კი გადმოჰყავდათ, როდესაც დააკავეს. ახლა ქართველი ხალხის ჯერია, რომ გაათავისუფლონ“, – განაცხადა ლიზა იასკომ.
წყარო: “ნიუპოსტი”