ნიკა რურუას გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. კულტურის ყოფილი მინისტრი 2018 წლის 4 დეკემბერს 50 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ნიკა რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიიდან საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.
2004-2008 წლებში ის იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები “. 2008 წლის 7 აგვისტოდან 16 დეკემბრამდე – საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის“.
ნიკა რურუამ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორიც იყო, რომელიც მოგვიანებით, 2006 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა.
2009 წლის 9 დეკემბერს ნიკა რურუა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა. ამ პოსტზე ის 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იყო.