“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
სუს-ის გამომძიებლის, ირაკლი ყაფლანაშვილის მიერ გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინება ნიკა მელიამ Facebook-ზე გაავრცელა.
ირკვევა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის დაბარება ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.
“რეჟიმის პარანოია გრძელდება.
სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო..
პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს…”, – წერს ნიკა მელია Facebook-ზე.