”რასაც ახლა სააკაშვილს ედავებიან ხარჯებთან დაკავშირებით, ანალოგიურ საქმეებზე ბოლო 9 წლის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ასეულობით საქმე აქვს გადაგზავნილი პროკურატურაში ასეულობით მილიონის გაფლანგვასა, თუ არამიზნობრივ ხარჯებზე პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო უწყებასთან დაკავშირებით…
იმ უწყებების ხელმძღვანელები ალბათ შემდეგმა ხელისუფლებამ უნდა დაიჭიროს… აბა თავის თავს ხომ არ დაიჭერენ.” – წერს ექსპერტი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.