რეგიონებში ბუნებრივ აირზე გადასახადი გაიზარდა.ცვლილება “ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის დადგენილებაში უკვე აისახა და 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფომ გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ მიიღო, რადგან სხვა შემთხვევაში ხმებს ვერ მოიპოვებდნენ.
“ხალხს სუნთქვა უჭირს, სულს ღაფავენ, წამალს მოვიკლებთ, ყველაფერს მოვიკლებთ, ის უნდა გადავიხადოთ, რომ არ დავიყინოთ”, – ამბობენ მოქალაქეები და აღნიშნავენ, რომ ცვლილებების იმედი არ აქვთ:
“ისედაც გაჭირვებული ვართ, ძლივს ვსუნთქვათ და ახალა კიდევ რაღაცის დამატება, როცა ყველაფერი გაძვირებულია და ბუნებრივ აირზე ტარიფის დამატება არ მიმაჩნია სწორად. ჩვენ არაფრის იმედი არ გვაქვს. ღარიბაშვილმა ახლა გაიგო თურმე, რომ წამლები და პროდუქტი გაძვირებულია”,- ამბობენ მოქალაქეები.