”ქართული ოცნება” ფეიკ ისტორიას წერს, სადაც მოვლენათა ობიექტური აღწერის ნაცვლად, ვიწროპარტიული გადასახედიდან გაკეთებულ შეფასებებს ვხვდებით. გადაწერას ექვემდებარება ოლიგარქიული მმართველობისთვის ასე მტკივნეული ვარდების რევოლუცია.
უკვე გამოძიებული ფაქტები იფუთება კონსპირაციების თეორიებით, ხოლო ისტორიის წაშლილი ფურცლები ივსება ივანიშვილის სამადლობელი ტექსტებით.
ეს ყველაფერი ხდება არა რომელიმე პარტიულ ბუკლეტში, არამედ სასკოლო სახელმძღვანელოებში და პირდაპირ მთავრობის მითითებით.
ტვ მთავარი