ღარიბი ოზურგეთის მდიდარი მერი-ავთანდილ თალაკვაძის შთამბეჭდავი ქონება

ავთანდილ თალაკვაძე, ზაზა გულიაშვილი, მალხაზ ბეგიაშვილი, ვახტანგ მაისურაძე, კობა  მურადაშვილი – ეს ქართული  ოცნების  მდიდარი მერების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებული უპირატესობით,  რაიონების მმართველობა უკვე ჩაიბარეს.

შთამბეჭდავია ქონება, რომლებიც ღარიბი ხალხის მერებს ეკუთვნით.

ახლად არჩეულ მერებს შორის, სიმდიდრით განსაკუთრებით გამოირჩევა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე.

ოზურგეთის ახალი მერი დაწინაურებამდე  ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

თალაკვაძის მეუღლის , მაკა შავგულიძის საახელზეა თბილისში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელთა შეძენისას 300000 ლარზე მეტი და 26700 დოლარია გადახდილი.

უცნობია, როგორ შეძლო საჯარო მოხელის მიზერული შემოსავლით ავთანდილ თალაკვაძემ სოფელ დიღომში,მილიონერების უბანში მიწის ნაკვეთის შეძენა, შემდეგ კი მდიდრული სახლის მშენებლობა.

2000ლარიანი ანაზღაურება საკმარისი ვერ იქნებოდა ვერც  4500 დოლარიანი მოტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად.

ტვ მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share