ნევროლოგი სააკაშვილზე : საქართველოში ჩვენ მას ვერ მოვუვლით, არ არის შესაბამისი გამოცდილება

ზოგადად, ეს არის ფსიქოტროპული პრეპარატი, რომელიც ინიშნება ფსიხოზების დროს. სააკაშვილი ციხეში უკვე ფსიქოტროპული პრეპარატებით შევიდა, მათზე შემდგომ, დამატებით, დაინიშნა საძილედ ეს პრეპარატი როგორც საძილე საშუალება. როდესაც ვნახეთ შიმშილობის 55-ე დღეს, ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და წარმოიშვე ეჭვი, ხომ არ აქვს ადგილი მედიკამენტურ ინტოქსიკაციას.

ვიწრო სივრცეში, ეს იყო მოდუნებული ადამიანი, რომელსაც უჭირდა სიარული, ლაპარაკის ტემპი შენელებული იყო, აზროვნების ტემპი შენელებული იყო – მოკლედ, ყველაფერი შენელებული ჰქონდა ამ ადამიანს და იგი არ ვარგოდა იმისთვის, რომ სასამართლო პროცესზე გამოსულიყო.
სააკაშვილს აქვს ორი, სერიოზული დაავადება ფსიქო-ნევროლოგიური ტიპის, აქედან ერთი არის პოსტრავმული სტრესული მდგომარეობა და მეორე არის ვერნიკე სენსეფალოპატია, არც ერთის და არც მეორის მკურნალობის გამოცდილება და მითუმეტეს, რეაბილიტაცია ამ დაავადებების იშვიათობების გამო საქართველოში არ გაგვაჩნია. საქარველოში ჩვენ მას ვერ მოვუვლით, არ არის შესაბამისი კლინიკური გამოცდილება.

ამბობს ალტერნატიული კომისიის წევრი, ნევროლოგი ოთარ თოიძე TV პირველის ეთერში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share