“აქ სუსის ხელშია ყველაფერი, არ მაქვს ნდობა… თითქოს უკეთესად იყო, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

“ყველაფერი, რაც აქ ხდება, კონტროლდება სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არ მაქვს” –  ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისულმა გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიამ ჰოსპიტალში შესვლის წინ საქართევლოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო არასწორ მკურნალობაზეც ისაუბრა. თქვა, რომ მისი დაკვირვებით, გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღე უკეთ იყო, მაგრამ ნელნელა უკან მიდის.

“ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა, ეს ხომ იცით ყველამ ხომ? და ახლა,სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ეს ჩემი შვილი არის ამ სისტემის ხელში და ყველაფერი რაც აქ ხდება, კონტროლდება სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არ მაქვს. მე არ ვიცი, აქ რომ გადმოიყვანეს რამდენიმე დღე, თითქოს, იყო უკეთესად, ამ გადატანილი წამების შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა ვატყობ, რომ მიდის უკან. ჩემი თვალით, მე ახალა ექიმი არ ვარ, იმ ანალიზებს არ ვნახულობ და ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილება არის ასეთი.

მანამდე [ფსიქოტროპულ პრეპარატებს] არ იღებდა და ახლა მე არ ვარ დარწმუნებული. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა, ეს არ არის ჩვეულებრივი ნერვიულობა, მე დამრჩა შთაბეჭდილება, თითქოს ეს მედიკამეტოზურია, მაგრამ რა ფორმით ხდება ამის მიღება მე არ ვიცი.

კი, [კოვიდი] გადაიტანა, ერთხანს სუსტი რაღაცა ჰქონდა, მაგრამ…არ ვიცი იმ კოვიდის შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ რომ გაესინჯა, იქ რაღაცა დაუნიშნეს, მაგრამ იქ ერთი იყო, რაღაც, მაგრამ კარგად გრძნობდა თავს მიუხედავად ამისა, მე ხშირად დავდიოდი კიევში და ვხედავდი აქტიურ ადამიანს, ამ შემთხვევაში სრულიად სხვა სურათია.

კითხვის ნიშნებს ნამდვილად მიჩენს, მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ მე არაფრის გარანტია არ ამქვს. ის კი არა, რომ ექიმების მიმართ არ მაქვს ნდობა, ექიმები შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას მაგალითად, როგორ ხდება ეს? ისევ სუს-ის ხელშია ყველაფერი, უკაცრავად, არ მაქვს ნდობა”,- ამბობს გიული ალასანია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share