2021 წელს გამოცემულ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული.
აღნიშულ სახელმძღვანელოში შესულ ერთ-ერთ თავში, აღწერილია ფაქტები და ინფორმაცია 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებისა და მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
სახელმძღვანელოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გრიფი 2020 წელს მიენიჭა.
“[2012 წელს] მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა (გვერდი 410)”, – აღნიშნულია სახელმძღვანელოში.
2018-2024 წლის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სასწავლო კურსის განმავლობაში მოსწავლე უნდა გაეცნოს საქართველოს ისტორიის უმთავრეს ეპიზოდებს უძველესი დროიდან დღემდე და დაუკავშიროს ისინი მსოფლიო ისტორიის საკვანძო მოვლენებს.
ცნობისთვის, სასკოლო სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შეტანის საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ხვალიდან აღნიშნული ფაქტის გაპროტესტებას გეგმავს.