”წარმოუდგენელი სიცრუეა, რომ ლუკაშენკოს გაეცა პუტინი, რადგან ლუკაშენკოს პუტინით უდგას სული. რომ არ იყოს პუტინის რუსეთი, ლუკაშენკო დიდი ხანია ბელორუსიის ხელისუფლების სათავეში ვერ იქნებოდა. ბოლო პერიოდში ბელორუსიაში მომხდარმა მოვლენებმა ეს დაადასტურა, ამიტომ ეს აბსოლუტური სიცრუეა.
თვითაღიარებაა იმიტომ, რომ ნამდვილად, სააკაშვილი საქართველოში ყოველთვის პუტინის დავალებას ასრულებდა. ნამდვილად ვიცი, რადგან ბიძამისი, მაგათი გურუა, ჯერ „კაგებესა“ და შემდეგ „ეფესბეს“ გენერალი, თემურ ალასანია. ეს მთელ რიგ ფაქტებთან მიმართებაში შეგვიძლია განვიხილოთ. ერთ-ერთია 7 ნოემბერი” -.
ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ იმედის კვირასთან განაცხადა.