“შეტევა ქვემდგომ კორუფციონერებზე” – ოპოზიცია ავთანდილ თალაკვაძის გადაყენებაზე

ამ დრომდე არ განმარტავს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილი უფროსი და არჩილ თალკვაძის ძმა, ავთანდილ თალკვაძე, რა გახდა ეკატერინე ტიკარაძის მიერ მისი გადაყენების მიზეზი. შეკითხვებს არც ოჯახის წევრები პასუხობენ.

აქვე გეტყვით, რომ ავთანდილ თალაკვაძეს ეხებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა – აქედან გამომდინარე, არსებობს ვარაუდი, რომ მისი გადაყენება ეპიდემიის პირობებში ბრიგადების არასწორად მართვა გახდა.

გადაყენების ერთერთ მიზეზად უწყების კორუფციული გარიგებები და ფინანსური გადაცდომებიც სახელდება.

თავის მხრივ, ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ სავარაუდო უთანხმოება ჯანდაცვის სისტემის კოლაფსმა გამოიწვია.

“მე პირადად ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს, თუმცა არ იზიარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც სამინისტრო ატარებს – ამ შემთხვევაშიც შესაძლოა ესაა დაპირისპირების მიზეზი”, – ამბობს ეკა ბესელია.

“როდესაც ვხედავ, რომ ასეთ თანამდებობაზე მყოფი პირი ეპიდემიოლოგიურად მძიმე პერიოდში გადადგა, ვფიქრობ, რომ ადამიანმა გააცნობიერა თავის პასუხისმგებლობა და მიხვდა, რომ რაღაც ისე არ კეთდება, როგროც საჭიროა. ფაქტია, რომ ვერც ჯანდაცვის სამინისტრო ვერც ხელისუფლება ვერ უმკლავდება კრიზისს”, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

“ერთი საკითხია ვინ რა ვერ გაიყო კორუფციულად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბარტყების გადმოგდება, საკუთარი დანაშაულის ვერდაფარვა და გადაბრალება შედარებით ქვემდგომ კორუფციონერებზე, როგორიც არის ავთანდილ თალაკვაძე. დარწმუნებული ვარ, ამ მდომარეობაში მალე ტიკარაძესა და გახარიასაც ვიხილავთ”, – თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ცნობისთვის, ავთანდილ თალაკვაძე  ამ თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობდა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 82
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 74
    "ახლა, როცა ამ წერილს ვწერ..."- თაკო ჩარკვიანის ვრცელი წერილი ივანიშვილსპარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…
    Tags: და, რომ, არ, ამ
  • 72
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 71
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ