დღეს, 6 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრეს. პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა მომავალი წლისთვის დაგეგმილ სოციალურ დახმარებების ზრდაზე გააკეთეს განცხადება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წლიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 100 ლარით გაიზრდება, ხოლო შშმ ბავშვების დახმარება 25 ლარით გაიზრდება.
„სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დახმარება გაიზრდება 100 ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე. ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით“, – ამბობს ფინანსთა მინისტრი.
დღევანდელ სხდომაზე ომის ვეტერანების და ასაკობრივი პენსიის ზრდაზეც გაკეთდა განცხადებები.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 1 აშშ დოლარი 3.1210 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო 3.5302 ლარია.