ხოშტარია: პროტესტს ვერ გააჩერებენ, მიიღებენ იმას, რაც მოღალატეობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის

“პროტესტს ვერ გააჩერებენ, მიიღებენ იმას, რაც მოღალატეობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის”- პარლამენტთან პროტესტის დროს განაცხადა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პარლამენტთან ელენე ხოშტარია, ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე და აქტივისტები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ პროტესტით მივიდნენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წელს მომხდარი ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად, რომელიც ქართველმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს.”

“აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი, ქართული ოცნების მხრიდან ფაქტობრივად გავრილოვის კიდევ ერთხელ ჩამოყვანის წინააღმდეგ, როდესაც გუშინ რუსებთან ერთად აბაშიძიემ დაგმო გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი, აქ, დროებით კედელზე ვაწერთ 20%, რუსულ საბჭოთა სიმბოლიკას და ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. არაფერი ამაში ახალი არ არის, პროტესტს მაინც ვერ გააჩერებენ, მაინც მიიღებენ საბოლოო ჯამში იმას, რაც ეკუთვნის მოღალატეობრივ ხელისუფლებას… იმიტომ დამალა, რომ ქართული მხარე მოქმედებს უნისონში რუსულ სახელმწიფოსთან. გარდა იმისა რას ამბობენ, არ დაიჭირეს და დაასახიჩრეს ხალხი? დაზარალებულადაც არ არიან ცნობილები და არავინ დასჯილი არაა იმიტომ, რომ ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია რუსეთს დაკვეთით.”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share