“დიახ…ივანიშვილს საქართველოს ისტორიაში აქვს დაფასებული ადგილი”- ალუდა ღუდუშაური

უმრავლესობის დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური,  ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანის ფაქტს გამოეხმაურა. ,,ქართული ოცნების” წევრის აზრით, საკამათო არის არა ივანიშვილის ღვაწლი, არამედ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ,,საგმირო საქმეები”.

“ძალიან სწორად არის შეყვანილი საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი. არ უნდა იყოს? უნდა იყოს.

დიახ, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ისტორიაში აქვს და რაც დრო გავა, უფრო მეტად ექნება დაფასებული ადგილი, განსხვავებით სააკაშვილისგან. თუ ამ ისტორისი წიგნში რაიმე არის არასწორი და რეალობას არ ასახავს, ჩემი აზრით, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ის ,,საგმირო საქმეები” არ არის ასახული, რაც მან ჩაიდინა და რისთვისაცაა მსჯავრდებული, რაზეც არა ერთი საქმე მიმდინარეობს – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მე-9 კლასის საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი მეცენატად და ქველმოქმედადაა მოხსენიებული.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share