ოზურგეთის რაიონული სასამართლო დავით მჟავანაძის მიმართ, სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
ამ წუთებში დასრულდა დავით მჟავანაძის სასამართლო პროცესი, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამრთლემ, თორნიკე კაპანაძემ, არ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა, დავით მჟავანაძის დაჯარიმებასთან ან პატიმრობასთან დაკავშირებით და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დავით მჟავანაძის წინააღმდეგ წაყენებულ ორთავე მუხლში განაცხადა, რომ ბრალდება იყო დაუდასტურებული.
თუმცა, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, დავით მჟავანაძის მიერ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგრამ ასევე, აღნიშნა, რომ ხაზი გაუსვა კონტექსს და ადგილს, სადაც ეს მოხდა.
საუბარია ოზურგეთის საკრებლოს სხდომათა დარბაზზე და აქედან გამომდინარე მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
დავით მჟავანაძის უფლებებს ადვოკატი კახა ჩავლეშვილი იცავდა.