სამხრეთ ინდოეთში, კერალას შტატში 104 წლის ქალმა წერა-კითხვა ისწავლა. მას განათლების მიღება ყოველთვის სურდა, მაგრამ ნაადრევი ქორწინებისა და საოჯახო საქმეების გამო ვერ მოახერხა.
“სწავლა ყოველთვის მინდოდა. როცა ასოებს ვხედავდი, მათ ამოკითხვას ვცდილობდი. 16 წლის ასაკში ჩემმა მშობლებმა გამათხოვეს, სახლში უამრავი საქმე მქონდა, ამიტომ სწავლას ვერ ვახერხებდი”, – აღნიშნავს იგი BBC-სთან ინტერვიუში.
სამაგიეროდ, მისი ბავშვობის ოცნება რეალობად 104 წლის ასაკში იქცა, როცა შესაძლებლობა მიეცა, ჩართულიყო მთავრობის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამაში და ესწავლა წერა-კითხვა.
ქალმა წერა-კითხვის შემმოწმებელ ოფიციალურ ტესტში 100-დან 89 ქულა მიიღო.