დიმიტრი გორდონი- მიხეილ სააკაშვილი გმირია, მას ძეგლი უნდა დაუდგან

ტელეწამყვანი  დიმიტრი გორდონი ტვ “მთავარი”-ს თვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს:

“პირველ რიგში მინდა ვთქვა ის,რომ მიხეილ სააკაშვილი არის გმირი. ეს არის ადამიანი, რომელმაც არა მხოლოდ იმის ძალა იპოვა საკუთარ თავში რომ თავის დროზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაში შთამბეჭდავი მთელი მსოფლიოსთვის გასაოცარი რეფორმები ჩაეტარებინა არამედ ასევე საკუთარ თავში ეპოვნა ძალა რომ საქართველოსთვის ყველაზე რთულ დროს დაბრუნებულიყო სახლში. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი-მან იცოდა საქართველოში რაც ელოდა და შეგნებულად წავიდა ამაზე და ეს არ შეიძლება აღფრთოვანებას არ იწვევდეს აღფრთოვანებული ვარ სააკაშვილით და მინდა ის ციხეში არ იყოს. ის იმსახურებს არა ციხეს არამედ ძეგლს იმ ყველაფრისთვის რაც მან საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის გააკეთა მე ვფიქრობ რომ უნდა ჩაერიოს საერთაშორისო თანამეგობრობა და უკრაინამაც შეიტანოს თავისი წვლილი მის განთავისუფლებაში მაგრამ ასევე ქართველებმა უნდა იმოქმედონ უნდა გამოავლინონ მადლიერება იმ ადამიანის მიმართ რომელმაც ქვეყანა ასეთი კოლაფსიდან გამოიყვანა მე მშვენივრად მახსოვს როგორი იყო საქართველო სააკაშვილამდე, სააკაშვილის დროს და ვხედავ როგორია ახლა ამიტომ ერი მისი მადლიერი უნდა იყოს რაც შეეხება მიშას მდგომარეობას, ის საგრძნობლად გაჭაღარავებულია მაგრამ სულიერად ისე ძლიერია რომ სურვილს გიჩენს მას ჰგავდე. სააკაშვილის ნაირი ადამიანები თითებზე ჩამოსათვლელია-ამბობს გორდონი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share