შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” სპეციალური ჯგუფების მიერ განხორციელებული სამუშაობის შემდეგ, “ქუთაისი-სოხუმის”, მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე, მომხდარი ავარიის მიზეზი გამოვლინდა.
როგორც გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში აცხადებენ, შესაბამისი სამსახურები აქტიურ მუშაობას აწარმოებენ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის 28 ნოემბერის 24 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება, სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს, ხოლო, 29 ნოემბრის დილის 9 საათიდან 30 ნოემბრის დღის ბოლოსთვის გურიისა და აჭარის სრულ მოსახლეობას.
გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაკეტილ მდგომარეობაში იქონიეთ გაზის დანადგარები!