“რომ იცინოდით, ღარიბაშვილმა სისულელე თქვაო, 2003 წელს აწყობილი ეკონომიკა დაანგრიეს ნაცებმაო”……

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, გია ჭანტურია მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ დაბეჭდილ ინფორმაციას, სადაც ივანიშვილი როგორც მეცენატი და ქველმოქმედი ისეა მოხსენიებული, აგვისტოს ომში კი საქართველოა დადანაშაულებული, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება და წერს:

”რომ იცინოდით, ღარიბაშვილმა სისულელე თქვაო, 2003 წელს აწყობილი ეკონომიკა დაანგრიეს ნაცებმაო! მიხვდით რისი ნაწილია ეგ? დიახ! მომავალ თაობაზე აქვთ მთელი აქცენტი! იმათზე ვისაც არც უდენობა უნახავთ არც გაიშნიკი არც შიმშილი, არც ქრთამის ჯიბეAი ჩაცურება და სწორედ მათ ამხედრებენ იმათ წინააღმდეგ, ვისი ძალისხმევითაც ეს ყველაფერი არ უნახავთ!” -წერს ჭანტურია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share