უარს ვერ ეუბნებოდა შინაურ კლიენტებს -რა ისტორიას ჰყვება ზურაბ შევარდნაძე

ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ორშაბათი რადგან დასვენების დღეა ჩემთვის, ქალაქის საქმეებს დავგეგმავ ხოლმე.

ექიმთან, ბანკში, არქივში, აფთიაქში და გამომცემლობაში ორშაბათობით დავდივარ.

საქმე მოვილიე და როგორც ამას ბოლო დროს ხშირად ვაკეთებ მარჯანიშვილის ქუჩაზე, ნახევარსარდაფში, მეგრულ სასადილოს მივაშურე, დღეს ზაქარიასთან ერთად. დაკეტილი დამხვდა, შუშის კარებზე ქალბატონ ელზას წერილი გამოუკრავს.

გვერდით მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრემ გვითხრა, რომ ვერ მოიგერია არამწვანეპასპორტიანი შინაური კლიენტები, ვერ ეუბნებოდა არ გასადილებთო, ჯარიმის შეეშინდა და დაკეტვა არჩიაო.

ასე დავრჩით დღეს ელარჯის და კუპატის გარეშე.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share