“ივანიშვილი ცდილობს, იძალადოს საზოგადოებაზე…მე, ვალდებული ვარ,ამ უკანონობას თვალი არ გავუსწორო”-ნიკა მელია სუს-ში მისვლას არ აპირებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ელოდებიან, თუმცა ნიკა მელია ამბობს, რომ გამოკითხვაზე მისვლას და უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

ის არც სასამართლოში მისვლას გეგმავს და განმარტავს, რომ ოპონენტების გასანეიტრალებლად “ქართული ოცნების” ხელისუფლება სუს-ის დახმარებით კიდევ ერთ სპეცოპერაციას ატარებს.

“არ შეიძლება სუს-ში მოკალათებული დამნაშავეები პროცესს წარმართავდნენ ისე, როგორც მათ სურთ. აბრალებდნენ ადამიანებს იმას, რასაც სჩადიან დღენიადაგ თავად. მათ ჰყავთ დამნაშავე ზონდერ-პოლიციელთა ჯგუფები, რომელთა მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, იძალადოს საზოგადოებაზე და მე ვარ ვალდებული, ამ უკანონობას თვალი არ გავუსწორო”, – ამბობს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, ლილუაშვილის უწყებიდან შეტყობინება ენმ-ს თავმჯდომარემ  4 დეკემბერს მიიღო. მისი გამოკითხვა, სავარაუდოდ ე.წ. სახელმწიფოს გადატრიალების მორიგი საქმის გამოძიების ფარგლებში სურთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share