“ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, ოღონდ აკრძალულია ცეკვა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს”. – ამბობს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ სეგმენტთან [ღამის კლუბებთან], რათა ერთი მხრივ სეგმენტს მიეცეს საშუალება ფუნქციონირების, მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.
კითხვაზე, თუ როდის შეიძლება გახდეს ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, რადგან შრომის ინსპექციასა და სექტორის წარმომადგენლობას შორის დიდი ხანია შეხვედრები მიმდინარეობს, ღიბრაძე შემდეგნაირად პასუხობს:
“რა თქმა უნდა, რომ უნდა ელოდონ [კონკრეტულ ვადას] ამისთვისაც მიმდიანრეობს ეს მოლაპარაკებები და საკითხების ტექნიკური შეთანხმება. დარწმუნებული ვარ ეს დიდხანს არ გასტანს. შეჯერდება პოზიციები და გამოქვეყნდება გადაწყვეტილება”. – გიორგი ღიბრაძე.