საქართველოს მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი ხვდება. თანაგუნდელი მიხეილ სააკაშვილთან, სავარაუდოდ, პარტიის სამოქმედო გეგმას განიხილავს.
ხაბეიშვილმა ჰოსპიტალში შესვლამდე საყოველთაო შერიგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობას “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ვერ ხედავს.
“სანამ პოლიტიკური ტყვეები და მძევლები ეყოლება “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, ქვეყანაში იქნება პოლიტიკური კრიზისი. ეს ნორმალური მაშინ, როდესაც პოლიტიკური მართლმსაჯულებაა, პოლიტიკური სასამართლოა, პოლიტიკური ძალოვანი უწყებები არიან და ჰყავთ ტყვეები, ისეთი, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი. პოლიტიკური კრიზისის დასრულებას სჭირდება “ოცნების” მხრიდან გონივრული ნაბიჯები და პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი განცხადება. როდესაც საუბარია ეროვნულ შერიგებაზე, ეს არ სჭირდება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რადგან ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების კამპანია ხვალიდან გააქტიურდება და პროცესში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საზოგადოებრივი ჯგუფები ჩაერთვებიან. პირველი აქცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან გაიმართება.