9 დეკემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

9 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. თუმცა 10 დეკემბრიდან ისევ გამოიდარებს და დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს – თბილისში 9 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 9 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share