“ქართული ოცნების” დეპუტატის, სოზარ სუბარის თქმით, მესამე პრეზიდენტმა “ჯერ სასჯელი უნდა მოიხადოს და შერიგებაზე შემდეგ ილაპარაკოს”.
როგორც მან აღნიშნა, მზადაა მიხეილ სააკაშვილს ყველა დაზარალებულის საკონტაქტო ინფორმაცია მისცეს, რომ “პატიება მათგან მიიღოს”.
“კი ბატონო, შეთავაზება მიღებულია, მე მივაწოდებ დოდო აფრასიძის ტელეფონის ნომერს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ გასცა ბრძანება ოჯახის განადგურების, დაჭერის კი არა განადგურების, შეხვდეს, დაელაპარაკოს, მოუხადოს ბოდიში და მიიღოს პატიება.
მივაწოდებ ყველა იმ ადამიანის საკონტაქტო ნომერს, რომლებიც მისი ბრძანებით იყვნენ მოკლული ქუჩაში, თუ ციხეში ნაწამები, გაუპატიურებული, მოუხადოს ყველას ბოდიში, მიიღოს მათგან პატიება. მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე”, – თქვა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, პროცესების ქუჩაში გადატანით შერიგება და პოლარიზაციის შემცირება არ ხდება. სუბარი ამბობს, რომ ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი უნდა შეწყვიტოს.