თბილისის საკრებულოს შენობის წინ სხდომის პარალელურად აქცია იმართება.
“კალა, თბილისი მარტო ჭავჭავაძის პროექტი არ არის”, “კალა შენ რომ შენი ჯიბე გგონია, ეგ თბილისელების ბიუჯეტია!” – ამ წარწერებით აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობასთან პოსტერები მიიტანეს.
საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას წარადგენს. ამის შემდეგ საკრებულო თბილისის რაიონების გამგებლების არჩევას უყრის კენჭს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მთავრობა კახა კალაძემ ფაქტობრივად უცვლელი სახით წარადგინა. საკრებულოში უმრავლესობა კი “ქართულ ოცნებას” აქვს.
ცნობისთის, სხდომას ესწრებიან ოპოზიციური პარტიები, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც. ოპოზიციის თქმით, მთავრობის შემადგენლობა უცვლელი იქნება და ეს იმას ნიშნავს, რომ კალაძე მუშაობას ისევ “კორუფციული მეთოდებით განაგრძობს”.