”ოცნების” სამთავრობო გუნდში დიდი დაპირისპირებაა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, პრემიერ ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის კონფლიქტმა უკიდურეს ნიშნულს მიაღწია.
მთავრობის მეთაურსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ ჯანდაცვის მინისტრი გუშინ, მთავრობის სხდომასაც არ დასწრებია, დღეს კი ტიკარაძემ და ჯანდაცვის გუნდის სხვა წევრებმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უკომენტაროდ დატოვეს.