“რისი მაქნისი ხარ, არც პოლიტიკა გესმის და არც სამართალი, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთა… სახლში იციან აქ რომ ხართ?”,- ასე მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ფრაქცია ლელოს წარმომადგენელ საბა ბუაძეს.
კამათი კახა კალაძესა და საბა ბუაძეს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ლელოს წარმომადგენელმა საბა ბუაძემ განაცხადა, რომ ამ დარბაზში სიტყვა კორუმპირებული იმდენჯერ გაჟღერდებოდა რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა, რასაც კალაძის გაღიზიანება მოჰყვა.
ბუაძე: გამაოგნებელია ჩემთვის იმის მოსმენა, რომ ამ დარბაზში სიტყვა კორუმპირებული, რომელიც არის პოლიტიკური სამართალებრივი შეფასება არ უნდა იყოს ნახსენები.
კალაძე: კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარ პარტიაში მოიკითხეთ.
ბუაძე: ამ დარბაზში კორუმპირებული სიტყვა იმდენჯერ გაჟღერდება რამდენჯერაც საჭირო იქნება, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენს და თქვენს კოლეგებსაც, ამის მოსმენა და ატანა მოგიწევთ, რამდენად დისკომფორტიც არ უნდა გექმნებოდეთ. ბატონო კახა ნუ მაწყვეტიბეთ და არც ხელების შლაა კულტურული ქცევა.
კალაძე: რამდენ ტყუილსაც იტყვით იმდენჯერ მოგხვდებათ ცხვირ-პირში.
ბუაძე: ეს არის იმ ძალადობრივი რიტორიკის გაგრძელება რასაც თქვენ აკეთებთ, ცხვირ-პირში ურტყით თქვენ ერთმანეთს
კალაძე: რისი მაქნისი ხარ, არც პოლიტიკა გესმის და არც სამართალი, ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან… სახლში იციან აქ რომ ხართ? აქვე განმარტება მინდა გავაკეთო… აქ მუშტი-კრივზე არ არის ლაპარაკი, სიმართლე მოგხვდებათ ცხვირ-პირში.