დღეს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ცეცხლი უკიდია ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ “ტვ იმედის” ეთერში განაცხადა.
ზოიძის თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მეტყველებს იმაზე, რომ არსებული რეგულაციების დაცვა არ ხდება.
„გეგმა ორ თვეზე არის გაწერილი, რადგან მანამდე შევძლოთ ხანძრის ჩაქრობა. დღეს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ცეცხლი უკიდია ჩვენს ქვეყანას, რადგან შემთხვევათა ზრდის ასეთი ტემპი მეტყველებს იმაზე, რომ ერთი თვის წინ, ორი კვირის წინ რეალურად ვერ ვიცავდით რეგულაციებს“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.