პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ პასუხობს ჟურნალისტების კითხვას – შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს. მას კომენტარი არც რეზიდენციასთან დაგეგმილ აქციაზე გაუკეთებია.
სალომე ზურაბიშვილი ძაღლს ასეირნებდა, როდესაც ჟურნალისტებმა მას კითხვებით მიმართეს. პრეზიდენტმა ხუმრობაც სცადა და ძაღლს უთხრა, ეპასუხა მედიისთვის.
“გვითხარით ქალბატონო სალომე…ქალბატონო, მე ქუჩაში არ გეძლევით ინტერვიუებს. ბომბორა, უთხარი შენც, აბა მიდი…”, – თქვა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, სამოქალაქო პლატფორმა დღეს, 14:00 საათზე ორბელიანის სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ეროვნული შერიგების მოთხოვნით პირველ აქციას გამართავს. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ახლა კრიზისის გადაჭრის ბერკეტი პრეზიდენტის ხელშია.