დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა

დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა -ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

“დღეს, 2021 წლის 7 დეკემბერს, გარდაიცვალა ფოთისა და ხობის ეპარქიის მღვდელმსახური, ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი.

მამა თეიმურაზი 1978 წელს დიაკვნად აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, 1979 წელს კი თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხეს ხელი. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე,

41 წლის განმავლობაში, იგი ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მსახურობდა და ერთგულად ემსახურებოდა ქრისტეს რწმენასა და მრევლს.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ იგი აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, სხვადასხვა დროს კი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით, გამშვენებული ჯვრით, მიტრითა და ორი ჯვრის ტარების უფლებით. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეიმურაზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეიმურაზი’, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share