“ჩაიცვეს კრავის ტყავები…თავს გვაჩვენებენ თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა”-წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის შერიგების ინიციატივასთან დაკავშირებით

“მე პირადად ამის არ მჯერა, იმიტომ რომ როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ყოველთვის ხლეჩდნენ საზოგადოებას, ყოველთვის ყოფდნენ საზოგადოებას – ჩარეცხილებად და თავისიანებად და ჩვენ დღესაც, სამწუხაროდ, ვიმკით ამის შედეგს. დღეს მათ ჩაიცვეს, მოიხურეს. კრავის ტყავები და თავს გვაჩვენებენ თითქოს უნდათ ჰარმონია და თანხმობა, არადა არიან პირველი, მე ვიტყოდი – ერთადერთი წყარო იმ საშინელი პოლარიზაციის, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და აქეთ გვიყიჟინებენ, რომ ხელისუფლებამ ეს პოლარიზაცია უნდა შეამცირონ”.

ამბობს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შერიგების ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მან Facebook-ზე 11 დეკემბერს დაწერა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share