სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა

სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა – “ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

არხის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე წილების 60%-ის დაბრუნებას ითხოვდნენ, რაც მოსამართე გოჩა დიდავამ არ დააკმაყოფილა.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, წილების 60% ქიბარ ხალვაშს , დარჩენილი 40% კი ხალვაშისავე კომპანიის, „პანორამას“ საკუთრებაში რჩება.

ამასთან, მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა “რუსთვი-2 ს”. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, “რუსთავი2-ს” ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.  მოსამართლემ მოსარჩელე მხარის – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share