”ეს პოლარიზაცია, რომ დასრულდეს ამისთვის რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ამის საშუალება აქვს პრეზიდენტს და მივმართეთ რომ ეს გააკეთოს. მე მგონია რომ ეს განმუხტავს ყველაფერს რაც ამ მომენტში ხდება… საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის პოლიტიკური ანგარიშსწორების და ფსიქოლოგიური წამების მსხვერპლი, ეს გასცდა მართლმსაჯულების სივრცეს, ამიტომ ჩვენ გვჭიდება სხვა ეტაპზე გადასვლა. მთავარია გავიგოთ რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომლებსაც გააჩნიათ სხვადსხვა აზრი. უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში და არ უნდა ვიყოთ გამუდმებით ზიზღში.”
ამის შესახებ მუსიკოსმა აჩიკო გულედანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭრ აქციაზე განაცხადა.