“ვაზელინის ახალი პარტია მოიტანეს, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოიტანეს…შიგნით შემოგვავქვს” – ჯაფარიძე ფხაკაძეზე

პარტიის ”გირჩი – მეტი თავისუფლება”  ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ეხმურება ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის გაცხადებას.

საუბარია ფხაკაძის განცხადებაზე, რომელიც მან პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ვაზელინის ახალი პარტია მოიტანეს, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც მოიტანეს. გარეთ რომ დავტოვოთ სიბლანტეს დაკარგავს, ამიტომ შიგნით შემოგვაქვს” – წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრის მიერ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

“ამ ოთახში ძალიან ბევრი, ვფიქრობ, ამ წელიწადში საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებულთქვენს მიერ ჩვენი წარდგინებით, თქვენი დახმარებით და ამან ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას”, – განაცხადა ფხაკაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share