ამ წუთებში ხანძარია ლიხაური-მაკვანეთის საზღვარზე.
როგორც ადგილიდან ადგილობრივი, ირმა გორდელაძე “გურიის მოამბეს” უყვება, ცეცხლი ეკალ- ბარდებს უკიდია და ის სწრაფად ვრცელდება მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივების თხილის პლანტაციები და დასახლებული პუნქტია.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე გამოძახებულია სახანძრო დახმარების ბრიგადა, რომელიც ჯერ არ მისულა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დაგვიანების შემთხვევაში კი, შესაძლოა ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე გავრცელდეს.