ცენტრ “ემპათიის” წარმომადგენლის, ექიმ ოთარ თოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა. როგორც თოიძე განმარტავს, ის მკურნალობასა და რეაბილიტაციას კვლავ საჭიროებს, თუმცა, მისი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის სრულფასოვანი რეაბილიტაციის შესაძლებლობა არ აქვთ.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკშვილის რეაბილიტაციისთვის საჭიროა სპეციფიური მკურნალობა, რისთვისაც ის საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.
“ზოგადი მდგომარეობა ეს არის სისუსტე, ადვილად დაღლა, ურჩევნია წამოწოლილი იყოს და იკითხოს, ეს არის მისი ზოგადი მდგომნარეობა. რაც შეეხება მის ნერვიულ სტატუსს, ის არ არის გაუმჯობესებული, ის სინდრომი, რომელზეც საუბარი იყო, ვერნიკეს ენცეპალოფათიის, რჩება იგივე დონეზე და საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას.
მკურნალობაში ჩართული უნდა იყოს უფრო მეტი სარეაბილიტაციო ღონისძიებები, რომლის შესაძლებლობები ამ ჰოსპიტალში არ აქვთ და ვფიქრობ, რომ იგი საჭიროებს უფრო სპეციფიკურ, დახვეწილ დამიზნებულ მკურნალობას სპეციალისეტბის გარშემო. ის არა თუ ამ კლინიკაში, ამ ქვეყანაში ვერ გაივლის [რეაბილიტაციას]”,-თქვა ოთარ თოიძემ.
ცენტრ “ემპათიის” წარმომადგენლებმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი დღეს მოინახულეს.