7 ნოემბრიდან 2 წელი უსაპნოდ უძვრებოდი სააკაშვილს, ჯობია გაჩუმდე – უგულავა კალაძეს

”გუშინ წააგე. ახალმა პოლიტიკურმა თაობამ ბეჭებზე დაგდო. ქალაქის მერმა გუშინ სახე დაკარგა. კახი კალაძე როცა ხარ, 7 ნოემბერზე და გირგვლიანის ტრაგედიაზე ჯობია გაჩუმდე, ტრაგედიიდან 2 წელი უსაპნოდ რომ უძვრებოდი პრეზიდენტ სააკაშვილს, და მილებს, კანალიზაციას, სკვერებს მიხედო.”

ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა, რითაც შეაფასა თბილისის საკრებულოში კახა კალაძის გუშინდელი გამოსვლა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share