მილიარდერი ილონ მასკი თვლის, რომ შობადობის სწრაფად კლებამ, შესაძლოა, ცივილიზაციის გადაშენება გამოიწვიოს. მისი თქმით, ეს კლიმატის ცვლილებით და მზარდი ეკონომიკური უთანასწორობით არის გამოწვეული რადგან ადამიანებს დღეს უფრო მეტად ეშინიათ ბავშვების გაჩენის.
”ბევრი ადამიანი, მათ შორის ჭკვიანი ადამიანები, ფიქრობენ, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი მაცხოვრებელია, რომ მოსახლეობა კონტროლიდან გამოდის. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სრულიად საპირისპიროდაა. გთხოვთ გადახედოთ ციფრებს: თუ ადამიანებს მეტი შვილი არ ეყოლათ, ცივილიზაცია დაეცემა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, – აცხადებს მასკი.
ცნობისთვის, თავად მასკს ექვსი შვილი ჰყავს.