საქართველოში როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 10 თვეში ქვეყანამ 851,727 მლნ აშშ დოლარის საკვები პროდუქტი შეიძინა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში – 785,532 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 815,015 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გაიტანა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 655,465 მლნ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა საქართველომ.
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 189, 105 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 121,986 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები – 118,372 მლნ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი – 90,030 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 51,406 მლნ აშშ დოლარი
- გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ახალი – 31,961 მლნ აშშ დოლარი
- ცხვრები და თხები ცოცხალი – 25,541 მლნ აშშ დოლარი
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი – 23,155 მლნ აშშ დოლარი
- კარტოფილი, ახალი ან შეყინული – 13,882 მლნ აშშ დოლარი
- ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების – 11,128 მლნ აშშ დოლარი
მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოში იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:
- ხორბალი და მესლინი – 78,647 მლნ აშშ დოლარი
- შაქარი – 54,349 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 49,408 მლნ აშშ დოლარი
- ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები – 40,579 მლნ აშშ დოლარი
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები – 39,409 მლნ აშშ დოლარი
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული – 37,124 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 29,383 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული – 27,683 მლნ აშშ დოლარი
- მარგარინი – 24,491 მლნ აშშ დოლარი
- ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები – 21,033 მლნ აშშ დოლარი
bpn.ge