შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 2 309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა, 2 738-ს გაფრთხილება მისცა, 2 კი დააჯარიმა.
დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, ის დაწესებულებები შემოწმეს, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ.
“შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს Online Magic, ე.წ. რეფორმერი ფიტნესი აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, რომლის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა”, — აცხადებენ შრომის ინსპექციის დეპარტამენტში. აღნიშნული დარბაზი ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ სახლად იქირავა და მოქალაქეებს მოუწოდა, მივიდნენ და ივარჯიშონ.
ინსპექციამ აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა ბათუმში რესტორანი შპს დიანა — ე.წ. კიდობანი. დეპარტამენტის მტკიცებით, ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა.
მსგავსი სტატიები
- 55
ბათუმში, ფიტნესცენტრ Reformerfitness-ში, რომელიც შეზღუდვებს არ ემორჩილება, პოლიცია მივიდა. ფიტნესცენტრი შრომის ინსპექციამ დააჯარიმა, რის შემდეგაც, პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა და დარბაზი სახლად გამოაცხადა. სავარჯიშო სივრცე მუშაობის გაგრძელებას აპირებდა. სავარაუდოდ, პოლიცია ფიტნესცენტრს დალუქავს. გუშინ, 28 ნოემბერს, ბათუმში Reformerfitness-ში შრომის ინსპექცია შევიდა და ფიტნესცენტრი აკრძალვის მიუხედავად მუშაობის გამო დააჯარიმა. როგორც ხელმძღვანელი…
- 31
2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატი გაეზრდებათ, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით; გარდა ამისა, 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში…
- 30
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…