ჩინეთის ეკონომიკის მოცულობამ შესაძლოა, აშშ-ის ეკონომიკას 2-3-ჯერ გადააჭარბოს. ამის შესახებ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეისათვის მსოფლიო საინტერესო და მრავალფეროვანი მიმართულებით ვითარდება.
ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს. ცნობისთვის, 2021 წლისთვის ჩინეთის მშპ ნომინალურად 16.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც აშშ-ის შემდეგ, მეორე მაჩვენებელია მსოფლიოში. აშშ-ის მთლიანი მშპ 22.675 ტრილიონი დოლარია.
რაც შეეხება მშპ-ს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით, აქ ჩინეთი 26.66 ტრილიონი დოლარით ლიდერობს, მეორეა აშშ 22,675, ტრილიონი დოლარით.
ამასთან, ჩინეთის ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, -6.7% – (2018); 6.0% – (2019); 2.3% – (2020); 8.5% – (2021), ვიდრე აშშ-ის 9% -(2018) 2.3% – (2019); −3.5% – (2020); 7.39% – (2021).
მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მონაცემებით, შეერთებული შტატები და ჩინეთი როგორც ნომინალური, ასევე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) თვალსაზრისით მსოფლიოს ორი უდიდესი ქვეყანაა.
2021 წლის მონაცემებით, ორივე ქვეყანა ერთად მსოფლიო მშპ-ს 41,89%-ს და 34,75%-ს შეადგენს. ორივე ქვეყნის მშპ უზარმაზარი ზღვარით აღემატება მესამე ადგილზე მყოფ ქვეყნებს, იაპონიას და ინდოეთს. შესაბამისად, პირველი ადგილისთვის მხოლოდ ეს ორი ქვეყანა იბრძვის.
World Factbook-ის მიხედვით, ჩინეთი აშშ-ს სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაში უსწრებს. აშშ-ს სოფლის მეურნეობა ჩინეთის მხოლოდ 17,58% და სამრეწველო სექტორის 77,58% მოდის. თუმცა, აშშ-ს მომსახურების სექტორი ორჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთის.
Economist Intelligence Unit-ის მთავარი ეკონომისტის საიმონ ბაპტისტას პროგნოზით, მომდევნო 50 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით ჩინეთზე მდიდარი დარჩება.
”ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთი ერთ სულ მოსახლეზე აშშ-ს მშპ-ს მიაღწევს. ეს არის ჩვენი სიმდიდრის საზომი სულ მცირე მომდევნო 50 წლის განმავლობაში”, – განუცხადა სიმონ ბაპტისტმა, Economist Intelligence Unit-ს.
McKinsey & Co-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მსოფლიო წმინდა ქონება 2020 წელს 514 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. აქედან ჩინეთის სიმდიდრე 2020 წელს 120 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, როდესაც 2000 წელს 7 ტრილიონი დოლარი იყო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა 20 წლის განმავლობაში 113 ტრილიონი დოლარით გამდიდრდა, რაც ჩინეთს ეხმარება იმაში, რომ წმინდა ღირებულებით შეერთებულ შტატებს აჯობოს. ამავე პერიოდში გაორმაგდა აშშ-ს წმინდა ღირებულება და 90 ტრილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა, ქვეყანამ ჩინეთის დამარცხება უძრავი ქონების ფასების მცირედი ზრდის გამო ვერ შეძლო.
ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიხედვით ჩინეთში, 2021 წლის ოქტომბერში გამოკითხულ ქალაქებში უმუშევრობა იყო 4,9 პროცენტი, რაც წლის ბოლომდე თითქმის უცვლელად დარჩა. ეს 2018 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი დონეა. 16-24 წლის მოსახლეობაში უმუშევრობის დონე 14,6 პროცენტიდან 14,2 პროცენტამდე დაეცა. ქვეყნის მასშტაბით საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო სამუშაო დღე 48,6 საათი იყო, რაც 0,8 საათით მეტია სექტემბრის მაჩვენებელზე. წლის პირველ ათ თვეში ქვეყნის ქალაქებში 11,33 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც შესაძლებელს ხდის წლიური მიზნების ვადაზე ადრე მიღწევას. ჩინეთმა მიზნად დაისახა ქალაქებში 11 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.
აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით კი 2021 წლის ნოემბერში აშშ-ში უმუშევრობის 4,2% გახდა, როდესაც ოქტომბერში ეს ციფრი 4,6%-ს შეადგენდა. ეს იყო უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2020 წლის თებერვლის შემდეგ, რადგან უმუშევართა რაოდენობა 542 000-ით შემცირდა და 6.9 მილიონი შეადგინა.
Trading Economics-ის გლობალური მაკრომოდელებისა და ანალიტიკოსების მოლოდინების მიხედვით, 2021 წლის ბოლოსთვის აშშ-ში მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 56.200 აშშ დოლარს მიაღწია, 2022 წელს კი ამ რიცხვის 5.2% -ით გაზრდა არის მოსალოდნელი.
ჩინეთში 2021 წელს მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 11,891 დოლარი შეადგინა. 2022 წლისთვის კი 12,990 დოლარს პროგნოზირებენ.
bpn.ge